https://sputnik-georgia.com/20211208/chxaidze-omikronistvis-damaxasiateben-simptomebs-asaxelebs-262688105.html
როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონი“ – ჩხაიძე ახალი შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს
როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონი“ – ჩხაიძე ახალი შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს
Sputnik საქართველო
მომდევნო თვეებში მოსალოდნელია რესპირატორული ინფექციების მატება, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, აღნიშნა ჩხაიძემ. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T14:37+0400
2021-12-08T14:37+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262600829_0:381:2964:2048_1920x0_80_0_0_84e700b9eaef0c13316bf29ce753ada9.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ორწლიანი პანდემიის პირობებში დეკემბერი–იანვრის თვეები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდის პერიოდი იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ყველა ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში გავრცელდება, გაიზრდება რეინფიცირების შემთხვევებიც. „ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ იგი ექვს ქვეყანაში იყო გავრცელებული, დღეს კი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევები. ჩვენც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალი მუტაცია საქართველოშიც შემოაღწევს, რაც ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. შესაბამისად, დეკემბერი–იანვარი ჩვენთვის ყველაზე მძიმე იქნება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსს სეზონური ვირუსებიც დაემატება“, – განაცხადა ჩხაიძემ.მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.ჩხაიძემ ის სიმპტომები დაასახელა, რაც კორონავირუსის ახალი შტამისთვისაა დამახასიათებელი.გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა. ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
https://sputnik-georgia.com/20211208/epidemiologebi-sheizleba-letalobis-magali-machvenebeli-zamtarshi-shenarchundes-262682281.html
https://sputnik-georgia.com/20211207/saqartveloshi-buster-dozis-vaza-shemcirda-262663559.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262600829_247:409:2432:2048_1920x0_80_0_0_81998015131f854785db95c54094303c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონი“ – ჩხაიძე ახალი შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს
14:37 08.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) მომდევნო თვეებში მოსალოდნელია რესპირატორული ინფექციების მატება, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, აღნიშნა ჩხაიძემ.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ორწლიანი პანდემიის პირობებში დეკემბერი–იანვრის თვეები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდის პერიოდი იქნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ყველა ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში გავრცელდება, გაიზრდება რეინფიცირების შემთხვევებიც.
„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ იგი ექვს ქვეყანაში იყო გავრცელებული, დღეს კი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული აღნიშნული შტამით ინფიცირების შემთხვევები. ჩვენც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალი მუტაცია საქართველოშიც შემოაღწევს, რაც ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. შესაბამისად, დეკემბერი–იანვარი ჩვენთვის ყველაზე მძიმე იქნება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსს სეზონური ვირუსებიც დაემატება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.
ჩხაიძემ ის სიმპტომები დაასახელა, რაც კორონავირუსის ახალი შტამისთვისაა დამახასიათებელი.
„კორონავირუსის ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
გუშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.