https://sputnik-georgia.com/20211208/epidemiologebi-sheizleba-letalobis-magali-machvenebeli-zamtarshi-shenarchundes-262682281.html
ეპიდემიოლოგები: ინფიცირების და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ზამთარშიც შენარჩუნდეს
ეპიდემიოლოგები: ინფიცირების და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ზამთარშიც შენარჩუნდეს
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T13:17+0400
2021-12-08T13:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490854_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_4320109d2701987801fa150186c5bec2.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები, შესაძლოა, ზამთრის სეზონის განმავლობაში შენარჩუნდეს – ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესებულია. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია. „თუ პანდემიას გრიპის ვირუსის გავრცელება დაემთხვა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და ვაქცინაციაა", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ.ზამთრის დადგომასთან ერთად ქართველი ექიმები მოსახლეობას ქვეყანაში ტვინდემიის გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, ვითარებას სეზონური ვირუსებისა და ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეც ართულებს.სამედიცინო ცენტრ „ჯოენის“ ეპიდემიოლოგი მაია კაშია საზოგადოებას მოუწოდებს – როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაიტარონ. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარება საფრთხის შემცველი არ არის. „მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, სავარაუდოდ, უახლოეს 3-4 კვირაში გამოჩნდება. არსებულ ვითარებაში კი აუცილებელია დადგენილი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და როგორც კორინავირუსის, ისე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა კაშიამ.გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,2 მლნ აცრა.
https://sputnik-georgia.com/20211207/specialistebitvindemiaze-saubroben-262655493.html
https://sputnik-georgia.com/20211206/janmosi-omikrontan-dakavsirebit-axali-varaudebi-gamoitqva-262615570.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490854_280:0:3011:2048_1920x0_80_0_0_2119345483d36190db2972065a226921.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ეპიდემიოლოგები: ინფიცირების და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ზამთარშიც შენარჩუნდეს
13:17 08.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები, შესაძლოა, ზამთრის სეზონის განმავლობაში შენარჩუნდეს – ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესებულია. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
„თუ პანდემიას გრიპის ვირუსის გავრცელება დაემთხვა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და ვაქცინაციაა", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ.
ზამთრის დადგომასთან ერთად ქართველი ექიმები მოსახლეობას ქვეყანაში ტვინდემიის გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, ვითარებას სეზონური ვირუსებისა და ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეც ართულებს.
სამედიცინო ცენტრ „ჯოენის“ ეპიდემიოლოგი მაია კაშია საზოგადოებას მოუწოდებს – როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაიტარონ. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარება საფრთხის შემცველი არ არის.
„მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, სავარაუდოდ, უახლოეს 3-4 კვირაში გამოჩნდება. არსებულ ვითარებაში კი აუცილებელია დადგენილი კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და როგორც კორინავირუსის, ისე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა კაშიამ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 875.806-ს მიაღწია. ვირუსს 12.519 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,2 მლნ აცრა.