https://sputnik-georgia.com/20211207/saqartveloshi-buster-dozis-vaza-shemcirda-262663559.html
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთების ვადა შემცირდა
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთების ვადა შემცირდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა... 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T16:17+0400
2021-12-07T16:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262528229_0:39:3077:1770_1920x0_80_0_0_7f668b971fe7e4c1c72953949ac5ac4e.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.ისინი კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთებას ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეძლებენ.ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუსტერად შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე ან სხვა ვაქცინა.რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
https://sputnik-georgia.com/20211120/ramdenma-adamianma-gaiketa-busteri-amiran-gamyrelizis-ganmarteba-262247717.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262528229_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_5e01c8a41c912e6a708ba64c6c2256ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთების ვადა შემცირდა
16:17 07.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.
ისინი კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთებას ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეძლებენ.
ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუსტერად შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე ან სხვა ვაქცინა.
რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.