საკრებულო დედაქალაქის მთავრობის დამტკიცებისთვის ემზადება

© photo: Sputnikთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
საკრებულოს დეპუტატები კენჭს უყრიან კანდიდატებს მერის მოადგილეების, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების, ასევე რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობაზე.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.
კახა კალაძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მერის სავარძელი მეორე ვადით დაიკავა. კალაძემ ქალაქის მთავრობის შემადგენლობა – საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები უკვე წარადგინა, ვისთან ერთადაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მართვას აპირებს.
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
რაც შეეხება საქალაქო სამსახურებს, წარდგენილი არიან: მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური - გიორგი აბუთიძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ვახტანგ ლომჯარია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა, იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა, საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე, მუნიციპალური ინსპექცია - კახა გულედანი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა
რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად წარდგენილი არიან: გაიოზ ვასაძე, დავით კირკიტაძე, ბექა მიქაუტაძე, დავით კვინიკაძე, ლევან ნაროუშვილი, კახა სამხარაძე, დავით უთმელიძე, ვლადიმერ ძნელაძე, ნიკოლოზ ელისაშვილი, ირაკლი ანდღულაძე.
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის" - 4 დეპუტატი, პარტიებს - „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი და „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და კალაძის გუნდისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0