https://sputnik-georgia.com/20211130/kalazem-tbilisis-mtavrobis-semadgenloba-waradgina-262475364.html
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა
Sputnik საქართველო
თბილისის მერის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილება არ არის. 30.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-30T13:16+0400
2021-11-30T13:16+0400
2021-11-30T20:00+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/42/247444206_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_4ae0f12aff87b8e6f78d40fe58f6c0ab.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილი არიან:თბილისის მერის განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები საკუთარი საქმის მცოდნეები არიან და ზუსტად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული სტრუქტურის გამართულ მუშაობას.თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ისევ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/42/247444206_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_3e0ea34c2694641c851c89fc4176bc74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა
13:16 30.11.2021 (განახლებულია: 20:00 30.11.2021) თბილისის მერის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილება არ არის.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მეორე ვადით არჩეულმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები
წარადგინა.
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილი არიან:
მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური - გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ვახტანგ ლომჯარია; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა; იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა; საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე; უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე; მუნიციპალური ინსპექცია - კახა გულედანი. თბილისის მერის განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები საკუთარი საქმის მცოდნეები არიან და ზუსტად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული სტრუქტურის გამართულ მუშაობას.
თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ისევ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.