რა შეღავათით ისარგებლებენ თბილისში 60 წელს ზემოთ მოქალაქეები: კალაძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
საკრებულოს დეპუტატები დღეს განიხილავენ თბილისის მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებს, რომლებიც ქალაქის მერმა წარადგინა.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.
საკრებულოს დეპუტატები დღეს განიხილავენ თბილისის მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებს, რომლებიც ქალაქის მერმა წარადგინა.
როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია გეგმავს ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით 10 მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას.

„ორის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს – სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
საკრებულო დედაქალაქის მთავრობის დამტკიცებისთვის ემზადება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას გეგმავს.
„მომდევნო წლებში ვაპირებთ კოჯორში მასშტაბური, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, იგეგმება მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსება.
კახა კალაძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მერის სავარძელი მეორე ვადით დაიკავა. დღეს დედაქალაქის მერმა საკრებულოს დასამტკიცებლად ქალაქის მთავრობის შემადგენლობა – საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები წარუდგინა, ვისთან ერთადაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მართვას აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0