Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა დაგვიცავს „ომიკრონისგან“: თამარ გაბუნიამ ჯანმოს ბოლო რეკომენდაციებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები ბაზარში
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები ბაზარში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინსიტროში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „დელტას“ მსგავსად ძირითადად არავაქცინირებულ პირებში გავრცელდება, თუმცა შესაძლოა ის აცრილებსაც დაემართოთ.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი -„ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალობისგან დაგვიცავს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მაგრამ, მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯერჯერობით არაერთი კითხვა არსებობს დაზუსტებული პასუხის გარეშე.
„დაშვებაა, რომ ვაქცინები, რომლებიც აქამდე გვქონდა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ“, - განმარტა გაბუნიამ.
მისი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ სხვა შტამებთან შედარებით უფრო გადამდებია.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მუშაობს თუ არა ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი
„დაშვების სახით შეგვიძლია თქმა, რომ შეიძლება, 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე „დელტა“ შტამი. ეს, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორის დამატებით დატვირთვას გამოიწვევს“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ ფონზე ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.
„დელტა“ შტამი, ძირითადად, აუცრელ პირებში ვრცელდება - მისი სამიზნე აუცრელი მოსახლეობაა. მოლოდინი გვაქვს, რომ „ომიკრონისთვისაც“ ასე იქნება. ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელია“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრასა და გარდაცვალების შემთხვევებს, გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევაშიც პაციენტების უდიდესი ნაწილი აუცრელია.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონი“ ჯერ არ გამოჩენილა: გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე
„ჩვენივე გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ აცრა მნიშვნელოვნად იცავს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობისგან და გარდაცვალების რისკებისგან. შეიძლება დაავადება აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ ლეტალობის შემთხვევებისგან დავიცვათ თავი, ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ „ომიკრონთან“ დაკავშირებული ახალი რეალობის კონტექსტში ჯანმოს რეკომენდაციებზეც ისაუბრა.
„რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმო ქვეყნებს აძლევს, რა თქმა უნდა, არის საზღვრის მკაცრი კონტროლი და მოგზაურობისთვის PCR-ტესტირება, ასევე საკარანტინო ზომები, ვაქცინაციის გამკაცრება და პირადი დაცვის ღონისძიებები... ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოშიCOVID-19-ზე ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 5 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.234.180 აცრა. მათგან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.017.374 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,6%
კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
როგორ განვასხვავოთ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი დაღლილობისგან: ექიმის რჩევა
ეპიდემიოლოგებს ეს მაჩვენებლები უკიდურესად მცირედ მიაჩნიათ მოსახლეობის სრული იმუნიზაციისთვის და პროცესის გააქტიურებას ცდილობენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0