https://sputnik-georgia.com/20211203/rogor-ganvasxvavot-omikroni-cveulebrivi-darlilobisgan-262581888.html
როგორ განვასხვავოთ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი დაღლილობისგან: ექიმის რჩევა
როგორ განვასხვავოთ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი დაღლილობისგან: ექიმის რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაღლილობის გამოხატული გრძნობა შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ იწვევს. როგორ უნდა... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T19:33+0400
2021-12-03T19:33+0400
2021-12-03T19:33+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262536606_0:46:3231:1863_1920x0_80_0_0_4cf72fbfe5ed2f8663e83ffa7cdc3618.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაღლილობის გამოხატული გრძნობა შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ იწვევს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თავს მსგავსი სიმპტომი შენიშნეთ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ზუხრა პავლოვამ განმარტა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.სამხრეთ აფრიკელი ექიმების თქმით, სადაც დაფიქსირდა კიდეც პირველად კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი — ეს დაღლილობის ძლიერი გრძნობაა.როგორც პავლოვამ განაცხადა, ამ არასპეციფიკურმა სიმპტომმა შეიძლება თავისთავად, ბუნებრივად იჩინოს თავი, ან შეიძლება მართლაც მეტყველებდეს დაავადებაზე. მისი თქმით, პაციენტი თავისით ვერ გაიაზრებს, რასთან აქვს საქმე, ან რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა.„სამწუხაროდ, ამ სიმპტომს ჩვეულებრივი დაღლილობისგან დამოუკიდებლად ვერ განასხვავებთ: ორივე შემთხვევაში ადამიანები ერთსა და იმავეს უჩივიან. ყველაფერი ექიმის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, რომელმაც პაციენტი უნდა გასინჯოს და მისთვის კითხვების დასმის შემდეგ დაასკვნას, რომ ეს უბრალოდ დეპრესია, მზის სინათლის ნაკლებობა ან დაგროვილი ფიზიკური დაღლილობა კი არ არის, არამედ ინფიცირების საწყისი ან პროგრესირებადი ფორმაა“, — განაცხადა ზუხრა პავლოვამ.გამომდინარე აქედან, ექიმი გირჩევთ, დაუყოვნებლივ გაიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე, თუ მოულოდნელად ძლიერი სისუსტე და დაღლილობა დაგეწყებათ. მისი თქმით, ახლა ყველა სპეციალისტმა იცის, რომ დაღლილობა — ეს „ომიკრონით“ ინფიცირების „წითელი ხაზია“.ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად და ამ დაავადების სერიზოული შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება — ეს ვაქცინაციაა.
https://sputnik-georgia.com/20211202/uaxlesi-informacia-omikronze-262553084.html
https://sputnik-georgia.com/20211130/cnobilia-omikronis-svidi-adreuli-nisani-262487011.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262536606_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_f4dc9e4c13123a9d926239d69f8d47ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, covid-19
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, covid-19
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაღლილობის გამოხატული გრძნობა შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ იწვევს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თავს მსგავსი სიმპტომი შენიშნეთ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ზუხრა პავლოვამ განმარტა
რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
სამხრეთ აფრიკელი ექიმების თქმით, სადაც დაფიქსირდა კიდეც პირველად კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „ომიკრონით“ ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი — ეს დაღლილობის ძლიერი გრძნობაა.
როგორც პავლოვამ განაცხადა, ამ არასპეციფიკურმა სიმპტომმა შეიძლება თავისთავად, ბუნებრივად იჩინოს თავი, ან შეიძლება მართლაც მეტყველებდეს დაავადებაზე. მისი თქმით, პაციენტი თავისით ვერ გაიაზრებს, რასთან აქვს საქმე, ან რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა.
„სამწუხაროდ, ამ სიმპტომს ჩვეულებრივი დაღლილობისგან დამოუკიდებლად ვერ განასხვავებთ: ორივე შემთხვევაში ადამიანები ერთსა და იმავეს უჩივიან. ყველაფერი ექიმის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, რომელმაც პაციენტი უნდა გასინჯოს და მისთვის კითხვების დასმის შემდეგ დაასკვნას, რომ ეს უბრალოდ დეპრესია, მზის სინათლის ნაკლებობა ან დაგროვილი ფიზიკური დაღლილობა კი არ არის, არამედ ინფიცირების საწყისი ან პროგრესირებადი ფორმაა“, — განაცხადა ზუხრა პავლოვამ.
გამომდინარე აქედან, ექიმი გირჩევთ, დაუყოვნებლივ გაიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე, თუ მოულოდნელად ძლიერი სისუსტე და დაღლილობა დაგეწყებათ. მისი თქმით, ახლა ყველა სპეციალისტმა იცის, რომ დაღლილობა — ეს „ომიკრონით“ ინფიცირების „წითელი ხაზია“.
„ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის, თავის ტვინის ფუნქციონირების, ნერვული სისტემის ქსოვილებში სერიოზული ცვლილებებით. ძლიერ იცვლება სისხლის თვისებები, რაც ბევრი ორგანოს სისხლით მომარაგებას ართულებს და ადამიანი ფიზიკურ სისუსტეს გრძნობს. ყოველივე ეს კუნთების ტონუსის დაქვეითებითა და დათრგუული ემოციური ფონის ერთობლიობით ვლინდება. ეს იმის გამო ხდება, რომ მთელი სხეული ანთებით მდგომარეობაშია“, — განმარტა ზუხრა პავლოვამ.
ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად და ამ დაავადების სერიზოული შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება — ეს ვაქცინაციაა.