Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში „ომიკრონი“ ჯერ არ გამოჩენილა: გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70-მა ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები, ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემსვლელთათვის.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ ოდესღაც ეს მოხდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა სტატუსი „შემაშფოთებელი“ (VOC) და დაერქვა „ომიკრონი".
გამყრელიძის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, აღნიშნული შტამით რეინფიცირება დაახლოებით სამჯერ მეტია.
ასევე, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას, მაგრამ კონკრეტულად რომელი შტამითაა ინფიცირებული ადამიანი, ამას უკვე PCR-ტესტი ადგენს.
„ვერც ერთი სწრაფი ტესტი ვერ ანსხვავებს „ომიკრონია“, „დელტაა“, „ბეტაა“, „ალფაა“ თუ სხვა. სწრაფი ტესტი ადგენს, ადამიანი ინფიცირებულია თუ არ არის ინფიცირებული. თუ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული, სწრაფი ტესტი, რა თქმა უნდა დაიჭერს და აჩვენებს, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ვერ აჩვენებს, რომ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. მან მოსახლეობას არსებული წესების დაცვისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, უნდა გადაიხედოს „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ის პრინციპი, რომლის თანახმად ის უვადოა კოვიდ-გადატანილი პირებისთვისაც.
კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
როგორ განვასხვავოთ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი დაღლილობისგან: ექიმის რჩევა
ახალი შტამი „ომიკრონი“ აღმოჩენილია ჯანმოს ხუთ რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონკონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
ყველა ახალი ამბავი
0