ყალბი „მწვანე პასპორტების" საქმე – დაკავებულ ექიმებს ბრალი წარედგინათ

© Pixabay / ckstockphotoექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და ამავე ცენტრის ექიმის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი გუშინ, 3 დეკემბერს დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ყალბი „მწვანე პასპორტები" – საქმეზე ორი პირი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თანხის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაამზადეს და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგად მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია, აღირიცხა აცრილად და მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში დადგენილი შეღავათები.
უწყების ცნობით, გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით არავაქცინირებულ პირებს ვებ-გვერდზე სისტემატურად არეგისტრირებდნენ. სუსში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ასეთი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
კოვიდ-პასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ: გამოვლინდა თაღლითური დაჯგუფება
ამასთან, პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია მე-4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0