კოვიდ-პასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ: გამოვლინდა თაღლითური დაჯგუფება

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და იმერეთის რეგიონში კოვიდ-პასპორტებისა და უარყოფითი PCR–ტესტის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მთლიანობაში პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტურისტულ კომპანიასთან გარიგებით საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის კოვიდ-პასპორტებს და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით ყალბ დოკუმენტებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდნენ.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც მათი დამზადებისთვის გამოიყენებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0