https://sputnik-georgia.com/20211203/yalbi-mwvane-pasportebi-dakavebulia-ori-piri-262577314.html
ყალბი „მწვანე პასპორტები" – საქმეზე ორი პირი დააკავეს
ყალბი „მწვანე პასპორტები" – საქმეზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე აუცრელი პირების რეგისტრაციას სისტემატურად ახორციელებდნენ... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T17:36+0400
2021-12-03T17:36+0400
2023-08-17T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_0:46:1100:665_1920x0_80_0_0_8a9008b374cc5e98ea0a7ff61aee4bb3.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თანხის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაამზადეს და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგად მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია, აღირიცხა აცრილად და მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში დადგენილი შეღავათები.უწყების ცნობით, გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით არავაქცინირებულ პირებს ვებ-გვერდზე სისტემატურად არეგისტრირებდნენ.სუსში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ხსენებული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია მე-4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თუ არიან ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ამით გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა, რომლის თანახმად კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20210831/yalbi-acris-baratebis-damzadeba-gasarebistvis-svidi-piri-daakaves-259180212.html
https://sputnik-georgia.com/20210813/koronavirusis-testis-yalbi-pasuxebi-imereTSi-252571386.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/54/235585465_77:0:1024:710_1920x0_80_0_0_b17d6740e86d3b5358f1f049f30143ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, covid-19
ყალბი „მწვანე პასპორტები" – საქმეზე ორი პირი დააკავეს
17:36 03.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე აუცრელი პირების რეგისტრაციას სისტემატურად ახორციელებდნენ, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თანხის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაამზადეს და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგად მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია, აღირიცხა აცრილად და მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში დადგენილი შეღავათები.
უწყების ცნობით, გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით არავაქცინირებულ პირებს ვებ-გვერდზე სისტემატურად არეგისტრირებდნენ.
სუსში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ხსენებული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია მე-4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თუ არიან ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ამით გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა, რომლის თანახმად კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სხვ.