კორონავირუსის ტესტის ყალბი პასუხები: იმერეთში ორი პირი ამხილეს, ერთი დააკავეს

© photo: AFP 2020 / LUIS ROBAYOკორონავირუსის ტესტები
კორონავირუსის ტესტები - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულში მხილებულმა პირებმა იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
კორონავირუსი საბეძნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
კორონავირუსის ტესტის ყალბი პასუხები: საბერძნეთში ქართველები დააკავეს
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ყალბი ცნობის დამზადებისთვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) პირველი და 221-ე მუხლის (კომერციული მოსყიდვა) მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა–მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0