გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია Formula ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსზე“ დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრობდნენ.
„ფრონტექსის“ წარმომადგენლის ირმა ცირამუას განცხადებით, საქართველოში 2021 წელს 1500-ზე მეტი ადამიანი იძულებით დააბრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
„დეზინფორმაცია“ – ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ხმების შესახებ
ევროპულმა გამოცემა EUobserver-მა სექტემბერში გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა იმსჯელოს ბალკანეთის ქვეყნების, ასევე მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევების გახშირებას და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების ზრდას უკავშირდება.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0