„დეზინფორმაცია“ – ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ხმების შესახებ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, უვიზო რეჟიმი მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი უწოდა ინფორმაციას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ.
ევროპულმა გამოცემა EUobserver-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა სტატია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 13 ოქტომბერს განიხილავენ დასავლეთ ბალკანეთის, ასევე მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხს.
ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება>>
როგორც გამოცემა წერს, საკითხი აქტუალური გახდა მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებისა და ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ – კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის. ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და ჩვენი ხელისუფლების მიღწევა არის უვიზო რეჟიმი“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ხმები გუშინვე უარყვეს საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა.
„ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და არც მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
დავით ზალკალიანი: საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება
EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის განხილვას გეგმავს, გუშინ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „ფეიკ-ნიუსი“ უწოდა.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით, ჯამში 90 დღემდე ვადით ნახევარ წელიწადში ერთხელ.
ყველა ახალი ამბავი
0