https://sputnik-georgia.com/20210929/davit-zalkaliani-saqartvelo-uvizo-rejimis-gauqmeba-ar-emuqreba-260024967.html
დავით ზალკალიანი: საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება
დავით ზალკალიანი: საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T22:40+0400
2021-09-29T22:40+0400
2021-09-29T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329468_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_a098e18c56c7e1ed9033c2fe5019b6e9.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი- Sputnik. ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.ევროპულმა გამოცემა EUobserver-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა 13 ოქტომბერს ბალკანეთის ქვეყნების, ასევე მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, საკითხი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევების და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის თხოვნის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის რეალიზაციის შესახებ „უაღრესად პოზიტიურია“.„ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დაამშვიდა მოსახლეობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რეალური მიზეზი არ გააჩნია.ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
https://sputnik-georgia.com/20210929/emuqreba-tu-ara-saqartvelos-evrokavsirtan-uvizo-rejimis-secereba-260021381.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329468_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_336e056ed5f9cbcf93444ec85b960816.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
დავით ზალკალიანი: საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება
საქართველოს მთავარმა დიპლომატმა მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აპირებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას
თბილისი, 29 სექტემბერი- Sputnik. ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ევროპულმა გამოცემა EUobserver-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა 13 ოქტომბერს ბალკანეთის ქვეყნების, ასევე მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებს.
29 სექტემბერი 2021, 20:47
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საკითხი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევების და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის თხოვნის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
„ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი. მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით 75%-ით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის რეალიზაციის შესახებ „უაღრესად პოზიტიურია“.
„ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დაამშვიდა მოსახლეობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რეალური მიზეზი არ გააჩნია.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.