https://sputnik-georgia.com/20211202/tbilisis-sakrebulom-mushaoba-daasrula-262552720.html
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T18:31+0400
2021-12-02T18:31+0400
2021-12-02T22:35+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
თბილისის საკრებულო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24383/65/243836578_0:20:2854:1625_1920x0_80_0_0_efd925bced36b9520632a6fe0794d3f1.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სათათბირო ორგანოს მუშაობა შეაფასა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, 2017 წელს არჩეული საკრებულოს მუშაობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მან განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც, მისი თქმით, თბილისის სწორი ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა.საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა კვლავ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები. ოპოზიციამ „ოცნების“ მმართველობის მთელი დროის განმავლობაში პირველად შეძლო უმრავლესობის მოპოვება ზოგიერთ ქალაქში.თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, იგი მზადაა საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანაშრომლობისთვის.
https://sputnik-georgia.com/20211126/rodis-daiwyeben-musaobas-axali-mowvevis-sakrebuloebi-262393146.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24383/65/243836578_331:0:2523:1644_1920x0_80_0_0_4f594e6087ecd8f0fc835d93477ba78a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სათათბირო ორგანოს მუშაობა შეაფასა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, 2017 წელს არჩეული საკრებულოს მუშაობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მან განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც, მისი თქმით, თბილისის სწორი ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ კი, ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ტყემალაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა.
საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა კვლავ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები. ოპოზიციამ „ოცნების“ მმართველობის მთელი დროის განმავლობაში პირველად შეძლო უმრავლესობის მოპოვება ზოგიერთ ქალაქში.
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, იგი მზადაა საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანაშრომლობისთვის.