Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცნობილი გახდა როდის დაიწყებენ მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულოები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ოპოზიციამ უმრავლესობა მიიღო რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს ყველა, 64 ქალაქსა და რაიონში ახლად არჩეულ საკრებულოებში პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში.

ცესკომ არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა.
საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა კვლავ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მიიღო, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები.
ოპოზიციამ „ოცნების“ მმართველობის მთელი დროის განმავლობაში პირველად შეძლო უმრავლესობის მოპოვება ზოგიერთ ქალაქში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან უკვე მესამე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0