სანდრას ხარჯები და დისკოთეკა სუსის ნაცვლად: დეტალები სასამართლოდან და სააკაშვილის იდეა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო. 2.12.2021
თბილისის საქალაქო სასამართლო. 2.12.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ოპოზიციური ტელეარხები აშუქებდნენ.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა – სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს 2009 წლიდან 2012 წლამდე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედება ბრალი.
სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სააკაშვილის სასამართლო „პიჯაკების საქმეზე": რაშია ბრალდებული ექს-პრეზიდენტი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმე საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ. საუბარია 8,8 მილიონი ლარის გაფლანგვაზე და ამ საქმეზე სააკაშვილს შესაძლოა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
ხუთშაბათს ამ საქმის პირველი განხილვა იყო, რომელსაც სააკაშვილიც დაესწრო. ამ დროისათვის საქმის სასამართლო განხილვა პრაქტიკულად შუამდეა მისული – სასამართლომ მიიღო წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამხილები და მოწმეთა ნაწილის დაკითხვა მოასწრო.
© photo: Sputnik / Stringerსასამართლო სხდომა სააკაშვილის საქმეზე და მისი მხარდამჭერების აქცია 2 დეკემბერს
Судебный процесс над Саакашвили в Тбилисском суде. Акция протеста его сторонников 2 декабря 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სასამართლო სხდომა სააკაშვილის საქმეზე და მისი მხარდამჭერების აქცია 2 დეკემბერს
სხდომა გაიმართა სააკაშვილის მხარდამჭერების აქციის ფონზე, რომლებიც ამჯერად პროცესს აკვირდებოდნენ დიდ ეკრანზე, რომელიც სასამართლოს შენობის წინ დაამონტაჟეს. მთლიანი მოსმენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პოლიტიკა სასამართლოში

საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექს-პრეზიდენტს გამოსვლისა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა.
„როდესაც ბრალდებული აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც მისი დაცვის მხარე მსჯელობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ეს სამსახურებრივი მდგომარეობა მისი პრეზიდენტობის პერიოდი გახლდათ, ხოლო პრეზიდენტობა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობაა, ასეთ დროს ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ეს ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
ოპოზიციის ახალი ბრალდებები – სააკაშვილს ე.წ. „კუპოლის“ სისტემით ასხივებენ
სააკაშვილმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მისი განცხადება თითქმის საათ-ნახევარს გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლისას ექს-პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო.
„...მე მასამართლებენ სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე, ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან, სადაც მივიდოდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
© photo: Sputnik / Stringerსასამართლო სხდომა სააკაშვილის საქმეზე და მისი მხარდამჭერების აქცია 2 დეკემბერს
Судебный процесс над Саакашвили в Тбилисском суде. Акция протеста его сторонников 2 декабря 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სასამართლო სხდომა სააკაშვილის საქმეზე და მისი მხარდამჭერების აქცია 2 დეკემბერს
ამასთან ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ამ ბრალდებით განსასჯელის სკამზე მის გვერდით მისი მეუღლე სანდრა რულოვსიც უნდა იჯდეს.
„მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სანდრასი უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები... სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ამ შემთხვევაში ისიც უნდა გაითვალისწინონ, რა რაოდენობის გრანტები მოიზიდა სანდრამ კლინიკებისთვის.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე უარყო სხვა ბრალდებები და უჩვეულო წინადადებებითაც კი გამოვიდა.
„მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი. მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, უბრალოდ დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ბრალდების მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე დაცვის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს.

„მათ (ადვოკატებს) სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ექს-პრეზიდენტის ხარჯების სიაში ირიცხება ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკები და ქაშმირის სპორტული პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი. სააკაშვილის ყველა ხარჯი პრეზიდენტობის პერიოდში გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის შემდეგ გასაჯაროვდა – ბრალდების წაყენებიდან ერთი კვირის შემდეგ.

საქმის დეტალები

სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0