ოპოზიციის ახალი ბრალდებები – სააკაშვილს ე.წ. „კუპოლის“ სისტემით ასხივებენ

© AP Photo / Irakli Gedenidze / pool photoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ორგანიზმისთვის მავნე ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მისამართით ახალი ბრალდებები გაისმა – ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება, ფსიქიკურ აშლილობამდე მიყვანა სურთ.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექიმებმა სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზიც დაუსვეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისთანავე, 1 ოქტომბერს გამოაცხადა და მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: აქციის დაშლის დირექტივა არავისთვის მიმიცია
ვიდრე ექიმების რამდენიმე კონსილიუმი იხილავს სააკაშვილის ანალიზებს და მსჯელობს მეთოდებზე, როგორ აჯობებს მკურნალობის გაგრძელება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში, უშუალოდ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან დგას მანქანა, ე.წ. „კუპოლის სისტემა“, რომელიც ასხივებს მავნე ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რამაც შეიძლება ადამიანში ფსიქიკური აშლილობა, ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება და სიკვდილიც გამოიწვიოს.
ჩალაძის მტკიცებით, მანქანა ეზოში მას შემდეგ დააყენეს, რაც იქ სააკაშვილი გადაიყვანეს.
ე.წ. „კუპოლის სისტემის“ გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა იქ მყოფს. ჩალაძის თქმით, ამ წერტილიდან გამოსხივება ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული. როგორც ჩალაძემ აღნიშნა, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, შეისწავლოს ეს ფაქტი. ასევე მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსს უმკაცრესი რეაგირებისკენ.
ჩალაძე ერთადერთი არ აღმოჩნდა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ნერვულ აშლილობამდე მიყვანა სურს. პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა თავის Facebook-ზე დაწერა, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში აცხადებდა სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაშინ მან განაცხადა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ნერვული აშლილობა, გამოწვეული რადიოტალღებით ან გამოსხივებით, რასაც ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის ან დემორალიზების გამოწვევა შეეძლო.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
სააკაშვილის საქმე: ექს-პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე
კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გადაწყვიტა ამ თემაზე ირონიული ხუმრობა გამოეთქვა. „გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება“, – დაწერა მან Facebook-ზე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება სააკაშვილს, ორშაბათს ის პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე. როდესაც მოსამართლემ ექს-პრეზიდენტს სიტყვა მისცა, სააკაშვილი თითქმის ერთი საათი ლაპარაკობდა (ფეხზე იდგა). მისი გამოსვლა ძირითადად ეხებოდა საქართველოს მიღწევებს მისი პრეზიდენტობის პერიოდში.
ორშაბათს იხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საქმე, რომელზეც ექს-პრეზიდენტს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. მას ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ექს-პრეზიდენტს უკვე მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0