სააკაშვილის საქმე: ექს-პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესი პირველია, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
სხდომაზე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შუამდგომლობა დააყენა სხდომის ტელეეთერში პირდაპირი ტრანსლირების შესახებ.
სასამართლო სხდომის პარალელურად შენობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე პოლიციასა და მოიტინგეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0