სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, უკვე მიიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ სააკაშვილი სასამართლოს დაესწრება.
სასამართლოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გარდა ამისა, სასამართლოს გარე პერიმეტრზე იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მომხრეები.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50-ე დღეს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მასმედია: სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწრება
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად გამოტანილი აქვს ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. გარდა ამისა, იგი სამი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია.
ორშაბათს სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და დარბევის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს. საქმე 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ გაიხსნა. საქმე 103 ტომს და ასობით მოწმეს მოიცავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
გამოძიების ცნობით, 2007 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში დაარბია რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა.
დღის ბოლოს კი სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისავე ბრძანებით მაღალჩინოსნებმა მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება ჩამოართვეს, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
ყველა ახალი ამბავი
0