მასმედია: სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწრება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliგორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არცერთ გამართულ პროცესს არ დასწრებია.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება.
როგორც ოპოზიციური ტელეკომპანია Formula იუწყება, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია უკვე დატოვა პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა ავტომობილმა, რომლითაც პატიმრების ეტაპირება ხორციელდება.
პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირების შესახებ.
დღეს დაგეგმილი სასამართლო სხდომა სააკაშვილის დაკავების დღიდან რიგით მესამე პროცესი იქნება, თუმცა ექს-პრეზიდენტი არცერთ სხდომას არ დასწრებია.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
როგორც 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, მას სხდომათა დარბაზში სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას მისცემენ.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50-ე დღეს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოტანილი აქვს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
ყველა ახალი ამბავი
0