https://sputnik-georgia.com/20211128/mariam-jiskariani-saakasvils-sasamartlo-procesze-daswreba-surs-262430059.html
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
Sputnik საქართველო
იმ მიმართულების მულტიპროფილური რეაბილიტაცია, რომელსაც საჭიროებს სააკაშვილი, საქართველოში ნაკლებად ტარდება, განაცხადა ექიმმა 28.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-28T22:31+0400
2021-11-28T22:31+0400
2021-11-28T22:31+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280682_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30fe24e465c0de1302467dfb53c2386e.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება დაესწროს ორშაბათს სასამართლო პროცესს, განაცხადა სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, ექიმმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტის მონახულების შემდეგ.„ის კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.მისი თქმით, ხანგრძლივმა შიმშილობამ ნეიროენცეფალოპათია გამოიწვია. გარდა ამისა ექიმი ამტკიცებს, რომ ციხეში მოხდა მიხეილ სააკაშვილის „წამება“.„ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას, რეფიდინგის სინდრომი კვლავ რჩება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.გარდა ამისა, მისი თქმით, სააკაშვილს სჭირდება ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაცია ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა.ჯიშკარიანმა გამოთქვა იმედი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შემდგომი მკურნალობის გაგრძელების შესახებ.სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ორშაბათს, 29 ნოემბერს გაიმართება.10 ნოემბერს სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გააუქმა. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მსჯავრდებული უკვე იხდის საპატიმრო სასჯელს ორ სხვა საქმეზე.მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არც ერთ გამართულ პროცესს არ დასწრებია.როგორც 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, მას სხდომათა დარბაზში სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას მისცემენ.სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჟამად იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
https://sputnik-georgia.com/20211126/araumetes-sami-adamianisa-saakashvilis-mnaxvelebs-uzgudaven-262401863.html
https://sputnik-georgia.com/20211126/subari-saakashvils-bevri-mnaxveli-hyavda-262403205.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280682_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_ff8caaffd59a4306dcb32ede1c0a5ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
იმ მიმართულების მულტიპროფილური რეაბილიტაცია, რომელსაც საჭიროებს სააკაშვილი, საქართველოში ნაკლებად ტარდება, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება დაესწროს ორშაბათს სასამართლო პროცესს, განაცხადა სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, ექიმმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტის მონახულების შემდეგ.
„ის კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, ხანგრძლივმა შიმშილობამ ნეიროენცეფალოპათია გამოიწვია. გარდა ამისა ექიმი ამტკიცებს, რომ ციხეში მოხდა მიხეილ სააკაშვილის „წამება“.
„ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას, რეფიდინგის სინდრომი კვლავ რჩება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, სააკაშვილს სჭირდება ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაცია ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა.
ჯიშკარიანმა გამოთქვა იმედი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შემდგომი მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ორშაბათს, 29 ნოემბერს გაიმართება.
10 ნოემბერს სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გააუქმა. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მსჯავრდებული უკვე იხდის საპატიმრო სასჯელს ორ სხვა საქმეზე.
მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არც ერთ გამართულ პროცესს არ დასწრებია.
როგორც 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, მას სხდომათა დარბაზში სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას მისცემენ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჟამად იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.