https://sputnik-georgia.com/20211126/araumetes-sami-adamianisa-saakashvilis-mnaxvelebs-uzgudaven-262401863.html
„დღეში არაუმეტეს სამი ადამიანისა“ – სააკაშვილის მნახველების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს
„დღეში არაუმეტეს სამი ადამიანისა“ – სააკაშვილის მნახველების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს
Sputnik საქართველო
ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სააკაშვილის მნახველების რაოდენობის შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევიან. 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T20:00+0400
2021-11-26T20:00+0400
2021-11-26T23:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261930688_0:128:1280:848_1920x0_80_0_0_7226846a19eee53be1ad3f3ffc535e47.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, შეიძლება დღეში არაუმეტეს სამმა ადამიანმა მოინახულოს, განაცხადა ექიმმა ენდოკრინოლოგმა, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ გორის ჰოსპიტალში პაციენტის მონახულების შემდეგ.სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჟამად იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.კონკრეტულად ვინ შეიძლება შევიდეს პაციენტთან – ეს უკვე ექიმების გადასაწყვეტი არ არის, აღნიშნა გიორგაძემ.„დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, მაგრამ არ ვიცი რატომ. რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ვბრაზობ, როდესაც პაციენტს ანერვიულებენ“, – აღნიშნა გიორგაძემ.მისი თქმით, სააკაშვილის ანალიზები ნელ-ნელა უმჯობესდება და იგი იცავს ექიმების მითითებებს.„პოსტშიმშილობის პერიოდის 99% გვაქვს უკვე გავლილი. გავიარეთ მშვიდად, ყოველგვარი გართულებების გარეშე“, – აღნიშნა მან. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში „საკმარისი“ რაოდენობის მნახველებს იღებს.„ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სააკაშვილთან იყო იმაზე მეტი მნახველი, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველა პატიმართან ერთად აღებული. მას საკმარისი მნახველები ჰყავს“, – განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.გუშინ გავრცელდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები კი ნორმის ფარგლებში.მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი ორ სისხლის სამართლის საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261930688_75:0:1214:854_1920x0_80_0_0_d37dbcaa24a9fc2b4b2e4967fcb1c6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„დღეში არაუმეტეს სამი ადამიანისა“ – სააკაშვილის მნახველების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს
20:00 26.11.2021 (განახლებულია: 23:30 26.11.2021) ექიმები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სააკაშვილის მნახველების რაოდენობის შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევიან.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, შეიძლება დღეში არაუმეტეს სამმა ადამიანმა მოინახულოს, განაცხადა ექიმმა ენდოკრინოლოგმა, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ გორის ჰოსპიტალში პაციენტის მონახულების შემდეგ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ამჟამად იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
„ყველას ვთხოვე – მის (სააკაშვილის) იურისტებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, რომ ორი კვირა გვაცადონ, რათა ეს ადამიანი მდგომარეობიდან ბოლომდე გამოვიყვანოთ... თუ თქვენ მართლა ზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ექიმებს ცოტა დრო – ორი კვირა მოგვეცით. ჩვენ ვითხოვეთ, დღეში სამ ვიზიტორზე მეტი არ იყოს“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.
კონკრეტულად ვინ შეიძლება შევიდეს პაციენტთან – ეს უკვე ექიმების გადასაწყვეტი არ არის, აღნიშნა გიორგაძემ.
„დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, მაგრამ არ ვიცი რატომ. რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ვბრაზობ, როდესაც პაციენტს ანერვიულებენ“, – აღნიშნა გიორგაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ანალიზები ნელ-ნელა უმჯობესდება და იგი იცავს ექიმების მითითებებს.
„პოსტშიმშილობის პერიოდის 99% გვაქვს უკვე გავლილი. გავიარეთ მშვიდად, ყოველგვარი გართულებების გარეშე“, – აღნიშნა მან.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში „საკმარისი“ რაოდენობის მნახველებს იღებს.
„ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სააკაშვილთან იყო იმაზე მეტი მნახველი, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველა პატიმართან ერთად აღებული. მას საკმარისი მნახველები ჰყავს“, – განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.
გუშინ გავრცელდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები კი ნორმის ფარგლებში.
მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი ორ სისხლის სამართლის საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.