https://sputnik-georgia.com/20211126/subari-saakashvils-bevri-mnaxveli-hyavda-262403205.html
სუბარი: სააკაშვილს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე...
სუბარი: სააკაშვილს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე...
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე მისი მმართველობის ცხრა წლის მანძილზე ყველა პატიმარს, განაცხადა მმართველი... 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T21:00+0400
2021-11-26T21:00+0400
2021-11-26T23:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366945_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_d703f1057eef8da9cf5a4fd08cd439ac.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე მისი მმართველობის ცხრა წლის მანძილზე ყველა პატიმარს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.სააკაშვილმა, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს, განაცხადა, რომ შეწყვეტს მკურნალობას, თუ მასთან პარლამენტის დეპუტატებს არ შეუშვებენ.სააკაშვილი ამ დროისათვის გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც შედარებით განსხვავებულია მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული წესები, რომლითაც ექს-პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასა და ციხის საავადმყოფოში სარგებლობდა.სააკაშვილთან, როგორც მსჯავრდებულთან, ნებისმიერ დროს შესვლა შეუძლიათ სახალხო დამცველს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელსა და მის ადვოკატებს.გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულეს ოჯახის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366945_163:257:1101:960_1920x0_80_0_0_2825b6ce404159c1e8a93f1273e5dbfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტს იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე მისი მმართველობის ცხრა წლის მანძილზე ყველა პატიმარს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
სააკაშვილმა, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს, განაცხადა, რომ შეწყვეტს მკურნალობას, თუ მასთან პარლამენტის დეპუტატებს არ შეუშვებენ.
„ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“, – განაცხადა სუბარმა.
სააკაშვილი ამ დროისათვის გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც შედარებით განსხვავებულია მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული წესები, რომლითაც ექს-პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასა და ციხის საავადმყოფოში სარგებლობდა.
სააკაშვილთან, როგორც მსჯავრდებულთან, ნებისმიერ დროს შესვლა შეუძლიათ სახალხო დამცველს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელსა და მის ადვოკატებს.
გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულეს ოჯახის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.