სააკაშვილის სასამართლო „პიჯაკების საქმეზე": რაშია ბრალდებული ექს-პრეზიდენტი

© photo: Sputnik / Stringerსასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე
სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ყოფილ პრეზიდენტს თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვა ედება ბრალად.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედება ბრალი, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
ექს-პრეზიდენტი სასამართლოს ესწრება, ხოლო სასამართლოს შენობასთან მისი ასობით მომხრეა შეკრებილი. ისინი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სასამართლო პროცესს „პირველი არხი“ პირდაპირ ეთერში გადასცემს.
© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის სასამართლო პროცესი
Судебный процесс над Саакашвили в Тбилисском суде. Акция протеста его сторонников 2 декабря 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
სააკაშვილს ბრალად ედება მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა ფუფუნების საგნებზე. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მესამე პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.
ეს პირველი ბრალდება არაა სააკაშვილის წინააღმდეგ. ის უკვე მსჯავრდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
იახტა, Porsche და ვერტმფრენი – რისთვის ასამართლებენ სააკაშვილს
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, დაუსწრებლად წაუყენეს. საქმის ფიგურანტია ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
„არანაირი სინანული“ - პოლიტიკოსებმა სასამართლოში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასეს
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0