https://sputnik-georgia.com/20211202/parlamentma-2021-wlis-biujetis-sesworebebi-miiro--262555620.html
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებები მიიღო
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებები მიიღო
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებულმა პროგნოზებმა და მთავრობის ვალის შემცირებამ. 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T19:32+0400
2021-12-02T19:32+0400
2021-12-02T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები, რომლის თანახმად შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.შესწორებებს ხმა მისცა 80-მა დეპუტატმა.სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობა ორი მთავარი ფაქტორის გამო დადგა – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზების გაუმჯობესება და მთავრობის ვალის შემცირება.აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის ზრდის შესახებ.მიღებული პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 10%-მდე გაზრდა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის დონეზე (ბოლო პროგნოზით ის 57,2 მლრდ ლარს შეადგენდა).ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 6,7%-ის დონეზე დადგინდა.სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრებიმიღებული პროექტის მიხედვით, შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 300 მლნ ლარით და 12,5 მლრდ ლარს შეადგენს.თბილისის ბიუჯეტი 2022 წელს 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება>>რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დამტკიცებული პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 297,4 მილიონი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,976 მლრდ ლარს შეადგენს.ვინ მიიღებს მეტ ფულსგაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 376 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 6,5 მლრდ ლარი იქნება.ამ თანხების ძირითადი ნაწილი მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლას, მათ შორის, საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფიცირებულების მკურნალობას, ტესტირებასა და ვაქცინაციის წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის.ასევე დამატებით 60 მლნ ლარს მიიღებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ეს თანხები უწყებაში დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.კიდევ 14,3 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების დაფინანსებაზე წავა.ამავე დროს, 57,9 მლნ ლარით მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. მიზეზია პროგრამა „მეწარმეობის განვითარების“ შემცირება და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ჩავარდნილი ტენდერი.12 მლნ ლარით შემცირდა საერთო სასამართლოების ხარჯები. შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს ახალი შენობების მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის ათვისება.
https://sputnik-georgia.com/20211110/rogor-sruldeba-2021-wlis-biujeti-finansta-saministros-angarisi-261937481.html
https://sputnik-georgia.com/20211112/biujetis-proeqti-ramden-lars-daxarjavs-mtavroba-2022-wels-262034457.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებები მიიღო
19:32 02.12.2021 (განახლებულია: 22:43 02.12.2021) სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებულმა პროგნოზებმა და მთავრობის ვალის შემცირებამ.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები, რომლის თანახმად შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.
შესწორებებს ხმა მისცა 80-მა დეპუტატმა.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობა ორი მთავარი ფაქტორის გამო დადგა – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზების გაუმჯობესება და მთავრობის ვალის შემცირება.
აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის ზრდის შესახებ.
მიღებული პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 10%-მდე გაზრდა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის დონეზე (ბოლო პროგნოზით ის 57,2 მლრდ ლარს შეადგენდა).
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 6,7%-ის დონეზე დადგინდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
მიღებული პროექტის მიხედვით, შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 300 მლნ ლარით და 12,5 მლრდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დამტკიცებული პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 297,4 მილიონი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,976 მლრდ ლარს შეადგენს.
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 376 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 6,5 მლრდ ლარი იქნება.
ამ თანხების ძირითადი ნაწილი მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლას, მათ შორის, საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფიცირებულების მკურნალობას, ტესტირებასა და ვაქცინაციის წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის.
ასევე დამატებით 60 მლნ ლარს მიიღებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ეს თანხები უწყებაში დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.
კიდევ 14,3 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების დაფინანსებაზე წავა.
ამავე დროს, 57,9 მლნ ლარით მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. მიზეზია პროგრამა „მეწარმეობის განვითარების“ შემცირება და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ჩავარდნილი ტენდერი.
12 მლნ ლარით შემცირდა საერთო სასამართლოების ხარჯები. შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს ახალი შენობების მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის ათვისება.