https://sputnik-georgia.com/20211112/biujetis-proeqti-ramden-lars-daxarjavs-mtavroba-2022-wels-262034457.html
ბიუჯეტის პროექტი: რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა 2022 წელს
ბიუჯეტის პროექტი: რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა 2022 წელს
Sputnik საქართველო
პროექტის მიხედვით, სამინისტროებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის დაფინანსება გაეზრდებათ. ასევე იგეგმება მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T23:38+0400
2021-11-12T23:38+0400
2021-11-13T00:27+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტში დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.საქართველოს მთავრობა 2022 წელს 18 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს.დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.პროექტის მიხედვით, სამინისტროებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის დაფინანსება გაეზრდებათ. ასევე იგეგმება მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა.თუმცა ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არაეფექტიანი და არარაციონალურია. დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – სანდრო რაქვიაშვილი პარტია „გირჩიდან“.როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. მან მაგალითად მოიყვანა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტის წინასწარ ვარიანტთან შედარებით 71 მილიონით არის გაზრდილი.
https://sputnik-georgia.com/20211110/rogor-sruldeba-2021-wlis-biujeti-finansta-saministros-angarisi-261937481.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ბიუჯეტის პროექტი: რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა 2022 წელს
23:38 12.11.2021 (განახლებულია: 00:27 13.11.2021) პროექტის მიხედვით, სამინისტროებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის დაფინანსება გაეზრდებათ. ასევე იგეგმება მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტში დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“. საქართველოს მთავრობა 2022 წელს 18 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, სამინისტროებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის დაფინანსება გაეზრდებათ. ასევე იგეგმება მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა.
თუმცა ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი არაეფექტიანი და არარაციონალურია. დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი – სანდრო რაქვიაშვილი პარტია „გირჩიდან“.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. მან მაგალითად მოიყვანა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტის წინასწარ ვარიანტთან შედარებით 71 მილიონით არის გაზრდილი.