https://sputnik-georgia.com/20211110/rogor-sruldeba-2021-wlis-biujeti-finansta-saministros-angarisi-261937481.html
როგორ სრულდება საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი: ფინანსთა სამინისტროს ცხრა თვის ანგარიში
როგორ სრულდება საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი: ფინანსთა სამინისტროს ცხრა თვის ანგარიში
Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა, ხოლო ასიგნებების – 97,2%-ით. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T10:24+0400
2021-11-10T10:24+0400
2021-11-10T17:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შემოსულობებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებებმა – დაახლოებით 14,5 მილიარდი ლარი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა."2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები ერთ წელზე პროგნოზირებულია 17,9 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნება – 19,5 მლრდ ლარის დონეზე.ბიუჯეტის შემოსულობები და ასიგნებებიფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა, ბიუჯეტში შევიდა 12,901 მლრდ ლარი.გადასახადებისგან შემოსავლებმა კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 9,504 მლრდ ლარზე მეტი, შემოსავლების გეგმა ცხრა თვეში 101%-ით შესრულდა.ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებამ შეადგინა 14,459 მლრდ ლარი, რაც საანგარიშო პერიოდში პროგნოზის 97,2%-ია.რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 9,975 მლრდ ლარი, ანუ გეგმის 96,3% შეადგინა.რაზე დაიხარჯა თანხაფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახსრების ძირითადი ნაწილი ცხრა თვეში დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაზე, შეღავათებზე წლის დასაწყისში ლოკდაუნთან დაკავშირებით და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე.კერძოდ, იანვარი–სექტემბრის პერიოდში სახელმწიფომ შეიძინა 4,483 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ამაზე 719,9 მლნ ლარი დახარჯა. სულ კორონავირუსთან ბრძოლასა და მოსახლეობის დახმარებაზე ლოკდაუნის პერიოდში აღნიშნულ პერიოდში 1,447 მლრდ ლარი დაიხარჯა.კიდევ 1,086 მლრდ ლარი ცხრა თვეში გზების რემონტსა და მშენებლობას მოხმარდა.გარდა ამისა, თანხა დაიხარჯა სკოლების რემონტზე, ბიზნესის მხარდაჭერის დაფინანსების პროგრამებზე, სოფლების გაზიფიკაციაზე და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20211021/tbilisis-biujeti-gaizarda-ras-moxmardeba-tanxa-261351732.html
https://sputnik-georgia.com/20211011/jandacvis0saministros-dafinanseba-umcirdeba-260427507.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
როგორ სრულდება საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი: ფინანსთა სამინისტროს ცხრა თვის ანგარიში
10:24 10.11.2021 (განახლებულია: 17:07 10.11.2021) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა, ხოლო ასიგნებების – 97,2%-ით.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შემოსულობებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებებმა – დაახლოებით 14,5 მილიარდი ლარი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს
ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
"2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები ერთ წელზე პროგნოზირებულია 17,9 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნება – 19,5 მლრდ ლარის დონეზე.
ბიუჯეტის შემოსულობები და ასიგნებები
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა, ბიუჯეტში შევიდა 12,901 მლრდ ლარი.
გადასახადებისგან შემოსავლებმა კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 9,504 მლრდ ლარზე მეტი, შემოსავლების გეგმა ცხრა თვეში 101%-ით შესრულდა.
ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებამ შეადგინა 14,459 მლრდ ლარი, რაც საანგარიშო პერიოდში პროგნოზის 97,2%-ია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 9,975 მლრდ ლარი, ანუ გეგმის 96,3% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახსრების ძირითადი ნაწილი ცხრა თვეში დაიხარჯა კორონავირუსთან ბრძოლაზე, შეღავათებზე წლის დასაწყისში ლოკდაუნთან დაკავშირებით და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე.
კერძოდ, იანვარი–სექტემბრის პერიოდში სახელმწიფომ შეიძინა 4,483 მლნ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ამაზე 719,9 მლნ ლარი დახარჯა. სულ კორონავირუსთან ბრძოლასა და მოსახლეობის დახმარებაზე ლოკდაუნის პერიოდში აღნიშნულ პერიოდში 1,447 მლრდ ლარი დაიხარჯა.
კიდევ 1,086 მლრდ ლარი ცხრა თვეში გზების რემონტსა და მშენებლობას მოხმარდა.
გარდა ამისა, თანხა დაიხარჯა სკოლების რემონტზე, ბიზნესის მხარდაჭერის დაფინანსების პროგრამებზე, სოფლების გაზიფიკაციაზე და სხვ.