https://sputnik-georgia.com/20211011/jandacvis0saministros-dafinanseba-umcirdeba-260427507.html
რატომ უმცირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
რატომ უმცირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
Sputnik საქართველო
დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით, განაცხადეს ჯანდაცვის... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T11:38+0400
2021-10-11T11:38+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595657_0:168:1621:1080_1920x0_80_0_0_0f0c3d19bdd2db83f0ff1e479957cac6.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ჯანდაცვის საჭიროებებზე ასიგნირება 276,6 მლნ ლარით მცირდება 1,73 მილიარდ ლარამდე, ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას აზრით, დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით.2021 წელს კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიის მართვაზე მიმართული ბიუჯეტი 810 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, ბიუჯეტის ეს ნაწილი 310 მლნ ლარით არის შემცირებული და მომავალ წელს 500 მლნ ლარი იქნება.ვაქცინების დამატებითი დოზების შესაძენად ძირითადი სახსრების მობილიზაცია მოხდება აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პროექტების ფარგლებში.2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამჟამად საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ. 18 ოქტომბერს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს ყველა შენიშვნას და პროექტს დასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნის.კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატები კიდევ ერთხელ შეძლებენ პროექტის გადახედვას და თავიანთი შენიშვნების გამოთქმას, წლის ბოლოს კი გაიმართება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა და მიღება.
https://sputnik-georgia.com/20211005/parlamenti-2022-wlis-biujetis-proeqts-finansta-saministros-18-oqtombers-daubrunebs-260262633.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595657_0:169:1214:1080_1920x0_80_0_0_282dafa15faf80662794c696274a1c75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
რატომ უმცირდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
11:38 11.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ჯანდაცვის საჭიროებებზე ასიგნირება 276,6 მლნ ლარით მცირდება 1,73 მილიარდ ლარამდე,
ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას აზრით, დაფინანსების შემცირება გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების დონის შემსუბუქებისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით.
„წელს გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, მომავალ წელს პანდემიის სიმძიმე უნდა შემცირდეს. ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შემცირდება... დიდი დატვირთვის მოლოდინი რადგან არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ბიუჯეტურ პარამეტრებზეც აისახა“, – განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს.
2021 წელს კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიის მართვაზე მიმართული ბიუჯეტი 810 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, ბიუჯეტის ეს ნაწილი 310 მლნ ლარით არის შემცირებული და მომავალ წელს 500 მლნ ლარი იქნება.
ვაქცინების დამატებითი დოზების შესაძენად ძირითადი სახსრების მობილიზაცია მოხდება აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პროექტების ფარგლებში.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამჟამად საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ. 18 ოქტომბერს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს ყველა შენიშვნას და პროექტს დასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნის.
კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატები კიდევ ერთხელ შეძლებენ პროექტის გადახედვას და თავიანთი შენიშვნების გამოთქმას, წლის ბოლოს კი გაიმართება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა და მიღება.