https://sputnik-georgia.com/20211005/parlamenti-2022-wlis-biujetis-proeqts-finansta-saministros-18-oqtombers-daubrunebs-260262633.html
პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტროს 18 ოქტომბერს დაუბრუნებს
პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტროს 18 ოქტომბერს დაუბრუნებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაითვალისწინებს დეპუტატების მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დამატებითი დამუშავებისთვის... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T23:05+0400
2021-10-05T23:05+0400
2021-10-05T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი- Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სამშაბათს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის განხილვის გრაფიკი დაამტკიცა.დადგენილების თანახმად, ბიუჯეტის პროექტს 18 ოქტომბრამდე განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები.შემდგომ, 18 ოქტომბერს სხდომაზე საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი თავს მოუყრის ყველა შენიშვნას და პროექტს დამატებით დამუშავებაზე ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნის.არსებული კანონმდებლობით, დეპუტატები პროექტის გადახედვას და შენიშვნების გამოთქმას კიდევ ერთხელ შეძლებენ, ხოლო წლის ბოლოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა და დამტკიცება მოხდება.ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების მოცულობა განსაზღვრულია 18,7 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 18,4 მლრდ ლარის.მისი თქმით, მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ის 4,3%-ს.2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 22%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია იქნება.2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ის 7,0-7,1%-ის ფარგლებშია.„გასულ წელს, პანდემიის გამო, ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს ჩვენ შევძელით დაახლოებით 7,3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
https://sputnik-georgia.com/20210731/rekorduli-ekonomikuri-zrda-saqarTveloSi-gamoqveynda-axali-statistika-252468778.html
https://sputnik-georgia.com/20160917/ekonomikuri-tavisuflebis-indeqsit-saqartvelo-liderta-xuteulshi-moxvda-233236094.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტროს 18 ოქტომბერს დაუბრუნებს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაითვალისწინებს დეპუტატების მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დამატებითი დამუშავებისთვის ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნებს
თბილისი, 5 ოქტომბერი- Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სამშაბათს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის
განხილვის გრაფიკი დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, ბიუჯეტის პროექტს 18 ოქტომბრამდე განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები.
შემდგომ, 18 ოქტომბერს სხდომაზე საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი თავს მოუყრის ყველა შენიშვნას და პროექტს დამატებით დამუშავებაზე ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნის.
არსებული კანონმდებლობით, დეპუტატები პროექტის გადახედვას და შენიშვნების გამოთქმას კიდევ ერთხელ შეძლებენ, ხოლო წლის ბოლოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო განხილვა და დამტკიცება მოხდება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების მოცულობა განსაზღვრულია 18,7 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნებები - 18,4 მლრდ ლარის.
„დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6,0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5,5%-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%-ს შეადგენს“, - განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ის 4,3%-ს.
2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 22%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია იქნება.
2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ის 7,0-7,1%-ის ფარგლებშია.
17 სექტემბერი 2016, 12:10
„გასულ წელს, პანდემიის გამო, ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს ჩვენ შევძელით დაახლოებით 7,3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.