ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერთა ხუთეულში მოხვდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კვლევის შედეგები საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ, 159 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, ნათქვამია ფრეიზერის  (Fraser Institute) კანადის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მიმდინარე წლის ანგარიშში  2014 წლის სურათია წარმოდგენილი — ბოლო წელი, რომელზეც ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური მონაცემები არსებობს.

„ამ ინდექსით საქართველო მეხუთე ადგილზეა ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია… ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, რომელიც დაფუძნებულია ისეთი სფეროების განვითარებაზე, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლების დაცვა“, — განაცხაად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი გააუმჯობესა

მოცემული მაჩვენებლები ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, აღნიშნა მან.

შედარებისთვის პრემიერმა წინა წლების ანგარიშების შედეგები მოიყვანა: 2015 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილს იკავებდა, 2014 წელში — მე-16, 2013 წელში 21-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს 53-ე ადგილს იკავებდა.

რეიტინგში პირველ, მოწინავე ადგილებზე ჰონკ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარიაა. 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 18-ე ადგილზეა, თურქეთი 90-ე, რუსეთი — 102, ხოლო აზერბაიჯანი 107-ე ადგილზეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0