https://sputnik-georgia.com/20211202/opoziciam-sakonstitucio-cvlilebebis-temaze-konsultaciebi-daiwyo-262556725.html
ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციები დაიწყო
ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციები დაიწყო
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T20:09+0400
2021-12-02T20:09+0400
2021-12-02T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_0:52:2048:1204_1920x0_80_0_0_19a7d9c6d443ce240c8fd2bf78d8481d.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 5%-ის ნაცვლად (როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს) 2% იქნება. ამასთან, შენარჩუნებულია სრულად პროპორციული არჩევნების პრინციპი.მისი თქმით, პარტია მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მსგავსი პოზიცია აქვთ.იოსელიანთან ერთად კონსულტაციებში პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „რეფორმების ჯგუფის" წევრებმა ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მიიღეს მონაწილეობა.იმავდროულად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აზრს ვერ ხედავენ ცვლილებების მიღებაში, თუ ქვეყანაში პოლარიზაცია გაგრძელდება და ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ შედგება.„როცა ცვლილებები პირველი მოსმენით მივიღეთ, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება – ეს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს, ან არსებული შინაარსით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტიებს შორის ურთიერთობა და პოლიტიკური კონტექსტი“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია პოლიტიკური ტემპერატურის შესამცირებლად.სამშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, კობახიძის თქმით, ეს პატარა საჩუქარია ოპოზიციისთვის და მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამ საჩუქარს, ეს „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 5%-იანი ბარიერი სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებს.საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მანდატებზე უარის თქმა გადაწყვიტა. ოპოზიციური პარტიების „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უფლებამოსილება უკვე დაკარგეს.გარდა ამისა, უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა მანდატებს ჯერ არ ჩააბარებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში მუშაობა შეწყვიტეს მანამ, სანამ არ გადაწყდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი.
https://sputnik-georgia.com/20211201/yvelafris-miuxedavad-saqartvelos-parlamentma-uzenaesi-sasamartlos-mosamarteebi-danisna-262527757.html
https://sputnik-georgia.com/20211126/ocneba-sakrebuloebshi-2022-wlis-biujetis-migebaze-komentars-aketebs-262400632.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250796510_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_32ce61a8b49ae7afa22c0a789a780474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე კონსულტაციები დაიწყო
20:09 02.12.2021 (განახლებულია: 22:52 02.12.2021) ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ცვლილებების პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 5%-ის ნაცვლად (როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს) 2% იქნება. ამასთან, შენარჩუნებულია სრულად პროპორციული არჩევნების პრინციპი.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. რიგგარეშე არჩევნები ნომერ პირველ საკითხად არ მიმაჩნია. უპირველესი საკითხია მოქნილი გარემოს შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია არჩევნებში საპარლამენტო ბარიერის დაწევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, პარტია მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მსგავსი პოზიცია აქვთ.
იოსელიანთან ერთად კონსულტაციებში პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „რეფორმების ჯგუფის" წევრებმა ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მიიღეს მონაწილეობა.
იმავდროულად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აზრს ვერ ხედავენ ცვლილებების მიღებაში, თუ ქვეყანაში პოლარიზაცია გაგრძელდება და ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ შედგება.
„როცა ცვლილებები პირველი მოსმენით მივიღეთ, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება – ეს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს, ან არსებული შინაარსით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტიებს შორის ურთიერთობა და პოლიტიკური კონტექსტი“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია პოლიტიკური ტემპერატურის შესამცირებლად.
სამშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, კობახიძის თქმით, ეს პატარა საჩუქარია ოპოზიციისთვის და მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამ საჩუქარს, ეს „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 5%-იანი ბარიერი სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მანდატებზე უარის თქმა გადაწყვიტა. ოპოზიციური პარტიების „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უფლებამოსილება უკვე დაკარგეს.
გარდა ამისა, უდიდესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა მანდატებს ჯერ არ ჩააბარებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში მუშაობა შეწყვიტეს მანამ, სანამ არ გადაწყდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი.