https://sputnik-georgia.com/20211201/yvelafris-miuxedavad-saqartvelos-parlamentma-uzenaesi-sasamartlos-mosamarteebi-danisna-262527757.html
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნა
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნა
Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T20:50+0400
2021-12-01T20:50+0400
2021-12-01T20:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/94/247009434_0:173:3000:1861_1920x0_80_0_0_86c89ba50e653f40dc22e9e453b53fd0.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე. საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკის მიუხედავად, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს.კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი მხარდაჭერით ოთხივე კანდიდატი - გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარიშვილი - ოფიციალურად გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ, გაეგრძელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, მეტად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.კრიტიკის ახალი საბაბიმმართველ პარტიაში მოსამართლეთა დანიშვნას ხსნიან სასამართლოების განტვირთვისა და უზენაეს სასამართლოში ვაკანსიების შევსების სურვილით.„დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა, რათა საქმეები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ლოდინი საქმეებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტი ქვეყნის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს.ოპოზიციაში კი მოსამართლეთა დანიშვნით მეტად უკმაყოფილო არიან და ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია აგრძელებს სასამართლო „კლანის“ მხარდაჭერას, რომელიც მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს იღებს.„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს „კლანი“ სჩადიოდა მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენას აგრძელებს“, - აღნიშნა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემოუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.სკანდალი მოსამართლეების დანიშვნის ირგვლივ იქამდე მივიდა, რომ საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში დასავლელმა პარტნიორებმაც გაატარეს.ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უარი განაცხადა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე, სადაც იგი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასასწრებად მიიწვიეს. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არ შეესაბამება არც ხელისუფლებისა და ოპოზიციის 19 აპრილის შეთანხმებას, არც ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობებს. ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ სასამართლოს რეფორმის პირობების შეუსრულებლობამ უკვე დააკარგვინა საქართველოს 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლის სექტემბერში.
https://sputnik-georgia.com/20211125/harcelma-parlamentsi-misvlaze-uari-ganacxada-262372501.html
https://sputnik-georgia.com/20210716/ashsh-issaxelmwipo-departamenti-sheacheret-mosamartleebis-danishvna-252338720.html
https://sputnik-georgia.com/20211104/mosalartleta-konferencia-ashsh-da-evrokavshiris-saelchoebs-pasuxobs-261798089.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/94/247009434_144:0:2856:2034_1920x0_80_0_0_982189ee1eabd43dc5546706b0cc203b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე. საერთაშორისო საზოგადოებრიობის კრიტიკის მიუხედავად, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი მხარდაჭერით ოთხივე კანდიდატი - გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარიშვილი - ოფიციალურად გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ, გაეგრძელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, მეტად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მმართველ პარტიაში მოსამართლეთა დანიშვნას ხსნიან სასამართლოების განტვირთვისა და უზენაეს სასამართლოში ვაკანსიების შევსების სურვილით.
„დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა, რათა საქმეები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ლოდინი საქმეებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტი ქვეყნის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს.
ოპოზიციაში კი მოსამართლეთა დანიშვნით მეტად უკმაყოფილო არიან და ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია აგრძელებს სასამართლო „კლანის“ მხარდაჭერას, რომელიც მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს იღებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადაბარებას და სრული პასუხისმგებლობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლოს „კლანი“ სჩადიოდა მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენას აგრძელებს“, - აღნიშნა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.
შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.
ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.
სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.
სკანდალი მოსამართლეების დანიშვნის ირგვლივ იქამდე მივიდა, რომ საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში დასავლელმა პარტნიორებმაც გაატარეს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უარი განაცხადა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე, სადაც იგი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასასწრებად მიიწვიეს. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არ შეესაბამება არც ხელისუფლებისა და ოპოზიციის 19 აპრილის შეთანხმებას, არც ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობებს. ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ სასამართლოს რეფორმის პირობების შეუსრულებლობამ უკვე დააკარგვინა საქართველოს 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლის სექტემბერში.