https://sputnik-georgia.com/20210716/ashsh-issaxelmwipo-departamenti-sheacheret-mosamartleebis-danishvna-252338720.html
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეაჩერეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეაჩერეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში კარდინალური რეფორმის გატარებამდე საკადრო ცვლილებებისგან თავი... 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T15:37+0400
2021-07-16T15:37+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. აშშ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის ფაქტით, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრიდან ექვსი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე – რომ შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს, შეაჩერონ „ყველა მიმდინარე დანიშვნა" უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა სრულყოფილი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის გატარებამდე. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით", – აღნიშნულია განცხადებაში.აქვე ხაზგასმულია, რომ ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.„შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და, ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან", – აღნიშნულია განცხადებაში.ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.
https://sputnik-georgia.com/20210715/saqsrTveloSi-Sarl-miSelis-viziti-igegmeba-252322420.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეაჩერეთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები
15:37 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში კარდინალური რეფორმის გატარებამდე საკადრო ცვლილებებისგან თავი უნდა შეიკავოს.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. აშშ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის ფაქტით, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაა,
ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრიდან ექვსი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე – რომ შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.
ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს, შეაჩერონ „ყველა მიმდინარე დანიშვნა" უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა სრულყოფილი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის გატარებამდე. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით", – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და, ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან", – აღნიშნულია განცხადებაში.
ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.