შარლ მიშელი საქართველოში ბრუნდება – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სიტუაციაში უნდა გაერკვეს

© Sputnik / STRINGERშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შარლ მიშელი ავტორია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დოკუმენტის შესრულების თემაზე სერიოზული კამათი მიმდინარეობს.
აქცია „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ახალი საპროტესტო ტალღა საქართველოში: რა ხდება და როგორ დასრულდება ყველაფერი?
„ვიზიტი დაგეგმილია და, როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცველმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება.
ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამო, რაც რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.
ყველა ახალი ამბავი
0