ახალი საპროტესტო ტალღა საქართველოში: რა ხდება და როგორ დასრულდება ყველაფერი?

© Sputnik / STRINGERაქცია „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის“
აქცია „სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
თბილისში კვლავ არეულობაა. მიუხედავად ოპოზიციური მასმედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დაჟინებული მოთხოვნისა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან არ გადადგა, რითაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია.
ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნის საბაბი 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმიდან მეექვსე დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. დემონსტრანტებს აზრით, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს. მეტიც, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებამ აქციაზე შეკრებილი აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები წაახალისა.
პრემიერისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ორშაბათს, 12:00 საათზე ამოიწურა. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ჩაატარა და მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტს მორიგი წარუმატებელი შეთქმულება უწოდა, პოლიტიკური მიზნით ტრაგედიის გამოყენების მცდელობას კი - ამორალური.
© Sputnik / STRINGERტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო
ამის შემდეგ მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც მათ განაცხადეს, აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

ოპოზიციის გეგმები

ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გეგმები გაახმოვანეს - მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება და გარდამავალი მთავრობის შექმნა.
„გამოსავალი ერთია, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ასევე 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით. ამ მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე მიმართა ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
„დღესაც გვესმის ძალადობისკენ მოწოდებები. ყველა ვთანხმდებით, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, შევქმნათ დროულად, სასწრაფოდ და გამოვიძიოთ, როგორ მოხდა ორგანიზებულად თავდასხმები“, – განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქცია გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს პრემიერის გადასაყენებლად.

მასმედიის წარმომადგენლების პოზიცია

ძალადობის სერია ხელისუფლების მხრიდან გრძელდება, განაცხადა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
„საკონსტიტუციო უფლებები დაირღვა. ეს ძალადობა უნდა შეწყდეს და ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ ეტაპზე ეს ძალადობა შეაჩეროს - სრული შემადგენლობით მთავრობის გადადგომაა“, - განაცხადა გვარამიამ.
თავის მხრივ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ მთავრობის მეთაური თავისი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დაადანაშაულა.
„მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა. მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე. რატომ მოგვიწყეს სპეცოპერაცია მედიას, მაინტერესებს, გაგვცენ პასუხები“, - განაცხადა გრიგოლიამ.

„ოცნების“ პოზიცია

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებასთან წამოჭრილ საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" – პრემიერი საპროტესტო აქციებზე
„პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები... არაფერში აინტერესებთ ამ ადამიანებს სხვა ადამიანების, მათ შორის გარდაცვლილების ღირსება. ეს არის მათი ძალიან ბინძური მორალული სახე... საზოგადოებამ უკვე იცის რაში იყო საქმე.... რაში იყო საქმე ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის ბრალეულობას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილიც.
„ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე. დამანახეთ, მომასმენინეთ, რას ნიშნავს წამქეზებელი, ვერ დავინახე მე ეს, რასაც თქვენ ახლა აბრალებთ. დაველოდოთ გამოძიებას, რამდენად ადეკვატური იქნება ის დაკავებებისა და დაკავებულების მიმართ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მასმედიის ნაწილი რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და პროვოკაციებში დაადანაშაულა. წულუკიანმა ჟურნალისტებს მოუწოდა, არ გაეკეთებინათ წინასწარი დასკვნები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და დალოდებოდნენ ექსპერტიზის შედეგებს.
„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ იმის ძახილი, რომ თქვენი კოლეგა ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ამის თქმა არის სირცხვილი... ამის ნაცვლად დავკავდეთ რეალური ინფორმაციის ტირაჟირებით... დავანებოთ სახელმწიფოს და მთავრობის ჩამოქცევის მცდელობებს თავი, იმიტომ რომ ეს მცდელობები დამთავრდება უშედეგოდ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

ფუჭი მღელვარება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში რაიმე პოლიტიკურ შედეგებს ვერ მოიტანს, ვინაიდან ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
„ნაკლებ მოსალოდნელია, ამ მოვლენებს პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, რადგან, პრინციპში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება... ხოლო ის, რომ მღელვარება გრძელდება, ჩვეულებრივი ამბავია“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
 
ყველა ახალი ამბავი
0