„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" – პრემიერი საპროტესტო აქციებზე

© photo : Gakharia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია, მაგრამ ოპოზიციას მისი მოგების არანაირი შანსი არ აქვს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ანტისამთავრობო გამოსვლები საქართველოში მორიგი წარუმატებელი შეთქმულებაა, რომელიც ვერასდროს ვერ შედგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
გუშინ რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის მიზეზი „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკად სცემეს. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს.
„ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება ჩვენს ქვეყანაში. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გუშინდელ აქციაზე ისმოდა ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგები, მათ შორის, რომ დააკავონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
„ეს არასწორია“ – „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე მოვლენებზე პირველი განცხადება გააკეთა
ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ტელეარხები „მთავარი არხი", „TV პირველი" და „ფორმულა" მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ მოპარული ფინანსებით იმართება. მათი მთავარი მიზანია რამენაირად დაამხონ მთავრობა და ძალადობრივი გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც, მისი თქმით, მთავრობა არასდროს დაუშვებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის არჩევნები, მაგრამ ოპოზიციას მისი მოგების შანსი არა აქვს.
ამასთან, ოპერატორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება.
საქართველოს შსს-ში აღნიშნავენ, რომ უწყება ჭეშმარიტების დასადგენად მზადაა გამოძიებაში ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები და ექსპერტიზის ნიმუშები გამოსაკვლევად საზღვარგარეთ გაგზავნოს.
ლაშქარავას გარდაცვალება
ლექსო ლაშქარავა კვირას, დილით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის ექვსი დღით ადრე თბილისში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე არეულობის დროს სასტიკად სცემეს. ოპერატორს დაემსხვრა სახის ძვლები, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“ - აქცია პარლამენტთან 11,07.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
მედიის ულტიმატუმი მთავრობას: რით დასრულდა კვირის აქცია თბილისში
როგორც ამავე ტელეარხის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც ოპერატორ ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა თავდასხმის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისში, ოპერატორს 20 ადამიანი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სცემდა, ბოლოს ის სისხლის გუბეში მწოლიარე დატოვეს.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი იპოვა. აცხადებს, რომ მისი ვაჟი 5 ივლისს ცემამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის შვილის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს სტანდარტული მუხლია, როდესაც პოულობენ ცხედარს, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცენ.
არეულობები თბილისში
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
ჟურნალისტის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გაიმართა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ჟურნალისტის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გაიმართა - ვიდეო
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი. მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა.
ამ დროისათვის სასამართლოებმა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათი დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 20-ზე მეტ პირს გამოძიების ეტაპზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ყველა ახალი ამბავი
0