https://sputnik-georgia.com/20211104/mosalartleta-konferencia-ashsh-da-evrokavshiris-saelchoebs-pasuxobs-261798089.html
„არ უნდა ჩაერიოთ": მოსამართლეთა კონფერენცია ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს პასუხობს
„არ უნდა ჩაერიოთ": მოსამართლეთა კონფერენცია ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს პასუხობს
Sputnik საქართველო
საქართველოში მოსამართლეებმა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების პრეტენზიებს უპასუხეს. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T18:40+0400
2021-11-04T18:40+0400
2021-11-04T22:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251923135_0:33:2031:1175_1920x0_80_0_0_6a99f00846110e09a2b1e4756143b107.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. დიპლომატები ვალდებული არიან პატივი სცენ იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც იმყოფებიან და მათ საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, ნათქვამია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებაში.საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უკმაყოფილება გამოხატეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის „ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ“ დანიშვნასთან დაკავშირებით. ისინი მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს დანიშნა. დასავლელმა პარტნიორებმა ამაში ქვეყნის სასამართლო რეფორმის რეგრესი დაინახეს.ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავს და გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებს.„მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც „გაუგებარი“ და არც „უკან გადადგმული მეხუთე ნაბიჯია“, არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება“, – ნათქვამია მოსამართლეების განცხადებაში.აქვე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებასთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა ბრალდება ეწინააღმდეგება სიმართლეს, რადგანაც კონფერენციის დღის წესრიგი წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო კანონი კანდიდატებზე წინასწარ მსჯელობას არ მოითხოვს.„თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა ისევ დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო დაკარგა საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება.საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
https://sputnik-georgia.com/20211103/ass-saelco-iusticiis-umarlesi-sabwos-axali-wevrebis-danisvnas-gamoexmaura-261749847.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251923135_209:0:1820:1208_1920x0_80_0_0_9d1811dea4ce349c855f207bf08a2d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„არ უნდა ჩაერიოთ": მოსამართლეთა კონფერენცია ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს პასუხობს
18:40 04.11.2021 (განახლებულია: 22:03 04.11.2021) საქართველოში მოსამართლეებმა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების პრეტენზიებს უპასუხეს.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. დიპლომატები ვალდებული არიან პატივი სცენ იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც იმყოფებიან და მათ საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, ნათქვამია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებაში.
საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უკმაყოფილება გამოხატეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის „ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ“ დანიშვნასთან დაკავშირებით. ისინი მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს დანიშნა. დასავლელმა პარტნიორებმა ამაში ქვეყნის სასამართლო რეფორმის რეგრესი დაინახეს.
„საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავს და გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებს.
„მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც „გაუგებარი“ და არც „უკან გადადგმული მეხუთე ნაბიჯია“, არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება“, – ნათქვამია მოსამართლეების განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებასთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა ბრალდება ეწინააღმდეგება სიმართლეს, რადგანაც კონფერენციის დღის წესრიგი წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო კანონი კანდიდატებზე წინასწარ მსჯელობას არ მოითხოვს.
„თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა ისევ დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო დაკარგა საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება.
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.