https://sputnik-georgia.com/20211103/ass-saelco-iusticiis-umarlesi-sabwos-axali-wevrebis-danisvnas-gamoexmaura-261749847.html
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს, არ იჩქაროს მოსამართლეების დანიშვნა და დიდი ყურადღებით მოეკიდოს სასამართლო რეფორმას. 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T15:31+0400
2021-11-03T15:31+0400
2021-11-03T19:41+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093093_0:16:1997:1139_1920x0_80_0_0_b5b5d97176a0ff0c43a441236f8fae47.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი არ იყო კონკურენტული და გამჭვირვალე, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია – პირადი მოტივებით გადამდგარი წევრების ნაცვლად.როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, უმაღლესი საბჭოს წევრები იმ დროს აირჩიეს, როდესაც ქვეყნის ყურადღება ადგილობრივი არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი.არ ყოფილა შესაძლებლობები არც კონსულტაციებისთვის, არც კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის მონაწილეობისთვის, არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართვისთვის.„დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა – წარმოეჩინა გამჭვირვალობა, და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.იქვე ნათქვამია, რომ აშშ დიდი ხანია ცდილობს ჩამოაყალიბოს კვალიფიციური და საქმის ერთგული მოსამართლეების კორპუსი, მოუწოდებს რეფორმებისკენ, რომლებიც იმ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას.რეფორმები უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო ცვლილებებმა კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველსაყოფად.სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს, აღნიშნეს საელჩოში.„ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნეს-ინვესტიციების მოსაზიდად“, – ნათქვამია განცხადებაში.დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც აამაღლებს ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას, დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას ევროკავშირი გამოეხმაურა. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაკარგა.საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
https://sputnik-georgia.com/20211005/sarl-miseli-saqartvelostvis-zalian-mnisvnelovania-daubrundes-struqturul-reformebs-260222739.html
https://sputnik-georgia.com/20210716/ashsh-issaxelmwipo-departamenti-sheacheret-mosamartleebis-danishvna-252338720.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093093_228:0:1767:1154_1920x0_80_0_0_01f6f82a2fe422814bbc05e522225602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა
15:31 03.11.2021 (განახლებულია: 19:41 03.11.2021) საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს, არ იჩქაროს მოსამართლეების დანიშვნა და დიდი ყურადღებით მოეკიდოს სასამართლო რეფორმას.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი არ იყო კონკურენტული და გამჭვირვალე, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს
განცხადებაში.
მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია – პირადი მოტივებით გადამდგარი წევრების ნაცვლად.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, უმაღლესი საბჭოს წევრები იმ დროს აირჩიეს, როდესაც ქვეყნის ყურადღება ადგილობრივი არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი.
„პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
არ ყოფილა შესაძლებლობები არც კონსულტაციებისთვის, არც კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის მონაწილეობისთვის, არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართვისთვის.
„დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა – წარმოეჩინა გამჭვირვალობა, და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ აშშ დიდი ხანია ცდილობს ჩამოაყალიბოს კვალიფიციური და საქმის ერთგული მოსამართლეების კორპუსი, მოუწოდებს რეფორმებისკენ, რომლებიც იმ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას.
რეფორმები უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო ცვლილებებმა კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველსაყოფად.
„სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი აჩვენებს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს, აღნიშნეს საელჩოში.
„ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნეს-ინვესტიციების მოსაზიდად“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც აამაღლებს ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას, დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას ევროკავშირი გამოეხმაურა. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაკარგა.
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.