Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

შარლ მიშელი: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს

© Government of Georgiaშარლ მიშელი
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსების ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას ეხება
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგებს Twitter-ის საკუთარ აკაუნტში გამოეხმაურა.
როგორც შარლ მიშელი წერს, ახლა არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კვლავ იყოს ორიენტირებული სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებზე.

„მე ვაფასებ ყველა ქართველს, რომელმაც ხმა მისცა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. ახლა არსებითად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს მოცემულია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში“, - დაწერა მიშელმა.

შარლ მიშელმა პირადად შეასრულა შუამავლის როლი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, და მისი ეგიდით 19 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.
შეთანხმება გულისხმობს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ოპოზიციის მეტი ჩართულობის მიზნით.
შეთანხმების ხელმოწერიდან სამ თვეში დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან ექვსს მხარი დაუჭირა. დასავლელმა პარტნიორებმა ეს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობების დარღვევად მიიჩნიეს. შეთანხმების თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნა რეფორმის გატარებამდე უნდა გადადებულიყო.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება - ევროპარლამენტის დეპუტატი
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურისთვის ემზადებიან.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური თბილისის ჩათვლით 20 დიდ ქალაქში გაიმართება. დედაქალაქში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება.
ყველა ახალი ამბავი
0