Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება - ევროპარლამენტის დეპუტატი

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ადგილობრივი არჩევნების შედეგები ათავისუფლებს „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების ვალდებულებისგან
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტი, 43%-ის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდა, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ძალაში რჩება, განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა ბრიფინგზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილია შეთანხმება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მოიაზრებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებდა.
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
არჩევნები-2021: „ქართული ოცნება“ კმაყოფილია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით
„ახლა, როდესაც გვაქვს არჩევნების საბოლოო შედეგები, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43 პროცენტისა, ძალაში რჩება“, - განაცხადა გალერმა.
მისი თქმით, პარტიებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა სასამართლო რეფორმის და შეთანხმების სხვა მნიშვნელოვანის ასპექტების მიმართულებით.
„მე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობის, პარლამენტში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით, ყველა პარტია დაუბრუნდება ამ პლატფორმას“, – განუცხადა „პირველ არხს“ მიხაელ გალერმა.
ევროპელი დეპუტატის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივ ბაზაში არსებობს დადებითი ძვრები, მაგრამ ამასთან ერთად რჩება სხვა ასპექტები და დარღვევები, რომელიც ამ ეტაპზე ხელს უშლის საარჩევნო პროცესის უფრო ხარისხიან შეფასებას.
ცესკოს მონაცემები ეკრანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა - ეუთოს მისიის შეფასება
„ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე ისწავლის ამის საფუძველზე და დასკვნებს გამოიტანს“, – დასძინა მიხაელ გალერმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებზე 46,65%-ით ლიდერობს.
ყველა ახალი ამბავი
0