https://sputnik-georgia.com/20211003/arcevnebi-2021-qartuli-ocneba-kmayofilia-saertasoriso-damkvirveblebis-sefasebit-260177450.html
არჩევნები-2021: „ქართული ოცნება“ კმაყოფილია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით
არჩევნები-2021: „ქართული ოცნება“ კმაყოფილია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და კონკურენტული 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T20:23+0400
2021-10-03T20:23+0400
2021-10-03T20:23+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_0:73:1281:793_1920x0_80_0_0_f9453ba760f8ef2522596363c0b3a4f9.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კმაყოფილია იმ შეფასებით, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მისცეს.როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ადგილობრივი არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და კონკურენტული.მან განსაკუთრებით გამოყო საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მუშაობას.„სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა მედიაგარემოს, რომ ის არის მკვეთრად პოლარიზებული, რაც საერთო ჯამში იწვევს შერჩევით გაშუქებას და საბოლოო ჯამში შედეგად მოაქვს ის, რომ ამცირებს მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა, ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერაიმ (შვეიცარია) და ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა დღეს თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასეს.
https://sputnik-georgia.com/20211003/saqartvelosi-arcevnebma-tavisufal-da-konkurentul-garemosi-gaimarta-eutos-misiis-sefaseba-260171505.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_43:0:1180:853_1920x0_80_0_0_af2a5e7b949dd8931fb77496b82ef6a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
არჩევნები-2021: „ქართული ოცნება“ კმაყოფილია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და კონკურენტული
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კმაყოფილია იმ შეფასებით, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მისცეს.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ადგილობრივი არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და კონკურენტული.
„რა თქმა უნდა, ეს შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გატარებული საარჩევნო რეფორმა, მისი სამართლებრივი ჩარჩო, შეფასდა როგორც წარმატებული და დადებითი. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებობს ნდობა საარჩევნო სიების მიმართ, რომ კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, რომ ხმის მიცემის დღე იყო კარგად ორგანიზებული, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში, რომ ხმის დათვლის პროცესი შეფასდა გამჭვირვალედ და, რომ, საერთო ჯამში, საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკური ნაწილი ეფექტიანად მართა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან განსაკუთრებით გამოყო საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მუშაობას.
„სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა მედიაგარემოს, რომ ის არის მკვეთრად პოლარიზებული, რაც საერთო ჯამში იწვევს შერჩევით გაშუქებას და საბოლოო ჯამში შედეგად მოაქვს ის, რომ ამცირებს მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა, ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერაიმ (შვეიცარია) და ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა დღეს თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასეს.