Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა - ეუთოს მისიის შეფასება

© photo: Sputnik / Stringerცესკოს მონაცემები ეკრანზე
ცესკოს მონაცემები ეკრანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიზებული გარემო, რაც, მათი შეფასებით, ქართველი ხალხის ინტერესებს არ პასუხობს
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა” (OSCE/ODIHR) შეაფასა საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნები როგორც თავისუფალი და კონკურენტული, მაგრამ არჩევნებს რთული პოლიტიკური ფონი ახლდა. ამის შესახებ მისიის წარმომადგენლებმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
კენჭისყრის პროცესს ორგანიზაციის დელეგაციის 516 წარმომადგენელი აკვირდებოდა.
ცესკოს მიერ ხმების 99,92%-ის დათვლის შედეგად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში იღებს ხმების 46,5%-ს, ხოლო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%-ს.
„2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული უყი, მაგრამ ის გაიმართა გაწელილი პოლიტიკური პროცესის ფონზე და იმ პერიოდში, რომელიც მკვეთრი პოლარიზაციით ხასიათდებოდა. კანდიდატებმა შეძლეს კამპანიაში მონაწილეობის მიღება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. მაგრამ ეს პერიოდი გამოირჩეოდა ფართოდ გავრცელებული და მუდმივი ურთიერთბრალდებებით, რაც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე და ასავე არათანაბარი გარემოთი“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა.
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
აქციები თბილისში არ იქნება – „ნაცმოძრაობას“ სხვა გეგმები აქვს
ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ ერაიმ (შვეიცარია) აღნიშნა, რომ მათი დელეგაცია იყო წარმოდგენილი 15 ქვეყნის დამკვირვებლებით, ხოლო არჩევნების დღეს დამკვირვებლებმა მოინახულეს 9 რეგიონი და 120 საარჩევნო უბანი.

„მთლიანობაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და კარგად ორგანიზებული იყო. გამონაკლისს საარჩევნო უბნებზე მომხდარი რამდენიმე შემთხვევა წარმოადგენს. მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ატმოსფეროზე. შესაძლებლობები არასწორად იყო გამოყენებული. ფაქტობრივად, საუბრებმა რეფერენდუმის შესახებ გადაფარა ადგილობრივი, ლოკალური გამოწვევები. ეს არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ამ თვალსაზრისით, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას - პოლარიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ერაიმ.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბოლო წლები საქართველოსთვის იყო რთული „არამხოლოდ პანდემიის გამო, არამედ გაწელილი პოლიტიკური კრიზისისა და დაპირისპირების გამო“.
თვითმმართველობის არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
„კონკურენტული გარემო და მისი არარსებობა ურთულებს კანდიდატებს საარჩევნო კამპანიების ჩატარებას. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ მხარეს, შესწავლილ იქნას ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენების ყველა შემთხვევა“, - აღნიშნა გალერმა.
მისი თქმით, რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში, ასევე სამცხე-ჯავახეთში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
არჩევნების პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
როგორც მანამდე შსს-ში განაცხადეს, არჩევნებმა მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა, უწყება ატარებს გამოძიებას მხოლოდ 16 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც კენჭისყრის დღეს აღიძრა.
ყველა ახალი ამბავი
0