პოლიტიკური გადაწყვეტილება –„ქართული ოცნება" საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებაზე

© Government of Georgiaსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის თქმით, ახლადარჩეულ საკრებულოს შეუძლია მიღებული ბიუჯეტის შესრულება გააკონტროლოს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. რიგი ქალაქებისა და რაიონების საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რათა მერებს ნორმალური მუშაობის საშუალება ჰქონდეთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
ბოლო კვირაში რიგმა საკრებულოებმა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 3 დეკემბერს გადის, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტიცეს. დოკუმენტი ძველი მოწვევის დეპუტატებმა მიიღეს, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ბიუჯეტის მიღების პროცესი ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი ბათუმსა და ზუგდიდში იყო, სადაც ახალი მოწვევის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ხელშია.

„სპექტაკლმა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ მოაწყო, დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მიიღო, იყო ყველაზე სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული“, – განაცხადა სუბარმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ოპოზიციას ბიუჯეტის ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცემოდა.
დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
დაპირისპირება: ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ
„ჩვენ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვაძლევს, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან ორიენტირებული, არ მისცემოდათ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჩვენი ქალაქების და რაიონების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა“, – განაცხადა სუბარმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ახლადარჩეულ საკრებულოს შეუძლია მიღებული ბიუჯეტის შესრულება გააკონტროლოს, მერებს კი მშვიდობიან გარემოში მუშაობის საშუალება ექნებათ.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.
ყველა ახალი ამბავი
0