მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„გეფიცები, არ მიფიქრია“: ლუკაშენკო დიდი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

© courtesy of BelTA / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დიდი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, რის შესახებაც მან რუსულ სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, როგორ სურს ისტორიაში შესვლა, ბალარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამაზე არ უფიქრია.

„სიმართლე გითხრა, გეფიცები, ამაზე არ ვფიქრობ! იმიტომ, რომ არ ვაპირებ იმ დიდი პოლიტიკიდან, სამწუხაროდ, მძიმე პოლიტიკიდან წასვლას, რომელიც დღეს გვაქვს თვალწინ“, — თქვა მან.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, მას სურს იყოს „ამ სახელმწიფოს შემქმნელი“.
ამასთან ბელარუსის პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომდევნო არჩევნებში.
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ლუკაშენკო იმუქრება: ევროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებს ბელარუსის წინააღმდეგ
ბელარუსში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზეა ნათქვამი, წესით, 2025 წლის 20 ივლისს უნდა ჩატარდეს. თუმცა ლუკაშენკომ ინტრევიუს დროს არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ, რაც ქვეყანა, 2022 წლის თებერვლის რეფერენდუმის შემდეგ, განახლებულ კონსტიტუციას მიიღებს.
2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსედ გაიმარჯვა ხმათა 80,1%-ით, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ძალოვნებმა ოპოზიციის მიტინგების დასაშლელად სპეციალური საშუალებები და სპეცტექნიკა გამოიყენეს. ოპოზიციის მთელი რიგი ლიდერების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის, ხელისუფლების მიტაცების, ექსტრემისტული ფორმირების ჩამოყალიბების, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობისკენ მოწოდებების ბრალდებით.
ყველა ახალი ამბავი
0