საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ამიერიდან ნარკოტიკების გამსაღებლებს საქართველოში უფრო მკაცრი სასჯელი ელის
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელის ვადები იზრდება, ხოლო უკანონო ნივთიერებათა „რეალიზაციისა“ და „შენახვის“ ცნებები სრულად გაიმიჯნა.
ახალი რეგულაცია ძალაში შევა მას მერე, რაც დოკუმენტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.
ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაცია 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 10-დან 15 წლამდე სასჯელს გამოიწვევს.
ხოლო ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით და არა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 7-დან 14 წლამდე ვადით სასჯელს.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
12-დან 10 ნარკორეალიზატორია: თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა
ამასთან, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა დაისჯება, როგორც ადრე, უვადო თავისუფლების აღკვეთით ან 8-დან 20 წლამდე ვადით. მაგრამ იმავე გარემოებებში გასაღება უკვე გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას.
შემოთავაზებული ვერსიით, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადება, შეძენა ან გადაზიდვა დაისჯება ან ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.
ამასთან, იგივე ქმედებაზე, თუ ის უკავშირდება ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, სასჯელი იქნება ნაკლები - ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ წლამდე ვადით.
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დააკავეს
თუ ზემოაღნიშნული ქმედებები ჩადენილია ან პირთა ჯგუფის მიერ, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე თუ საქმე ეხება დიდ ოდენობას, მაშინ სასჯელი უფრო მკაცრი იქნება - თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე ვადით.
ხოლო ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებების არსებობის შემთხვევაში - 5-დან 10 წლამდე ვადით, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0