უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემურება.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. სამართალდამცველებმა ის ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით 157 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ამავე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0