https://sputnik-georgia.com/20211201/tbilisshi12-piri-narkodanashaulistvis-daakaves-262517349.html
12-დან 10 ნარკორეალიზატორია: თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა
12-დან 10 ნარკორეალიზატორია: თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T17:00+0400
2021-12-01T17:00+0400
2021-12-01T20:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნოემბერში ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის, 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია ფონიჭალასა და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩატარდა. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციისთვის დაკავებულთა შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ორ დაკავებულს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ორი პირის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 129 აბი, ,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ,,კოკაინი“.გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211126/ucxo-qveynis-moqalaqe-narkotikebis-internetit-gasarebis-faqtze-daakaves-262397599.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
12-დან 10 ნარკორეალიზატორია: თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა
17:00 01.12.2021 (განახლებულია: 20:43 01.12.2021) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნოემბერში ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის, 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს,
ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაცია ფონიჭალასა და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩატარდა. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციისთვის დაკავებულთა შორის ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ორ დაკავებულს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ორი პირის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 129 აბი, ,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ,,კოკაინი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.